გიორგი ალადაშვილმა საგარეჯოში, ახლად არჩეული მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი წარადგინა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს წარუდგინა და ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების მანძილზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და შესრულებულ სამუშაოზე.
გიორგი ალადაშვილმა მადლობა გადაუხადა საგარეჯოს ყოფილ მერს, ავთანდილ გულიკაშვილს, ბოლო 4 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარდგენას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრის, საგარეჯოს დელეგატის გიორგი ბენაშვილის ბიუროს უფროსი გია თათრიშვილი ესწრებოდნენ.