6 მაისს, 10:00-18:00 საათებში, ყვარლის კლინიკის ეზოში, უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდება.

6 მაისს, 10:00-18:00 საათებში, სს “საქართველოს კლინიკების” ყვარლის კლინიკის ეზოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდება.📣
შესაძლებელი იქნება:
🔹ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
🔹საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 30-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება:
🔹HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;
🔹HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;
🔹HIV-აივ ინფექცია /შიდსის სკრინინგი.
სკრინინგის დაჯავშნა შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე, როგორც პირადად, ასევე თქვენი ოჯახის ექიმების მეშვეობით. სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია წინასწარი ჯავშნის გარეშეც.
გთხოვთ მობრძანდეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას!
📍ყვარელი, ი.ჭავჭავაძის ქ.#3