6 მაისს, 10:00-18:00 საათებში, სს “საქართველოს კლინიკების” ყვარლის კლინიკის ეზოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდება.
შესაძლებელი იქნება:
ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 30-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება:
HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;
HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;
HIV-აივ ინფექცია /შიდსის სკრინინგი.
სკრინინგის დაჯავშნა შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე, როგორც პირადად, ასევე თქვენი ოჯახის ექიმების მეშვეობით. სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია წინასწარი ჯავშნის გარეშეც.