12 მაისს, ყვარლის კულტურის სახლში, “ძველი თბილისის” კონცერტი გაიმართება.

12 მაისს, 18:00 საათზე, ყვარლის კულტურის სახლში, გაიმართება კვარტეტ “ძველი თბილისის” კონცერტი – “ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო.”
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება იმართება შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხოლო დასწრება თავისუფალია.