ილია მზექალაშვილი მდინარე დურუჯის ხეობაში ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ყვარელში, მდინარე დურუჯის ხეობაში ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარე „დურუჯის“ ხეობაში, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, ხიდიდან სამხრეთით, ორივე მხარეს, 3200 გრძივ მეტრზე მოეწყობა ნაპირსამაგრი მიწაყრილები.
“მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ყვარელში, მდინარე დურუჯის ხეობაში ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებს გავეცანი. ასევე, პროექტის თანახმად, სოფელ შოროხში, მდინარე „შოროხევის“ ხეობაში, მიმდინარეობს მიწაყრილების მოწყობის სამუშაოები. ხიდიდან სამხრეთით, მარცხენა მხარეს 1000 გრძივ მეტრზე, ხოლო მარჯვენა მხარეს – 600 გრძივ მეტრზე მოეწყობა ნაპირსამაგრი მიწაყრილები,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 114 912 ლარს და პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.