თელავში გამართულ საკალათბურთო მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და ლევან მახაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე კალათბურთის მატჩს დაესწრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავის სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო სუპერ ლიგის თამაში გაიმართა, სადაც საკალათბურთო კლუბი „თელავი” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „კავკასია” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
საკალათბურთო სუპერ ლიგის თამაში ანგარიშით 72:89 გუნდის „კავკასია” გამარჯვებით დასრულდა.