ვაჟა მაღრაძე ფშავლის, ლეჩურისა და ლალისყურის მოსახლეობას შეხვდა.

თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და გივი მეტრეველი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების: ფშავლის, ლეჩურისა და ლალისყურის მოსახლეობას შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა დაასახელეს დასახლებებში არსებული ძირითადი საჭიროებები და წარმოადგინეს პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ჯამში 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის განხორციელებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტს 478 000 ლარი გამოეყო, ხოლო მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი თანადაფინანსებით მონაწილეობს. შედეგად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.