ილია მზექალაშვილი ალმატის, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში –  ალმატის, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე მოსახლეობამ დაასახელა პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები:
სოფელ ალმატში – საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
სოფელ შაქრიანში – სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
სოფელ გრძელიჭალაში – სოფელთან მისასვლელი გზის მოხრეშვა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.