თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ, ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში” მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს, გადასცა სპორტული ფორმები.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, ახალგაზრდებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი შეხვდა, გუნდებს გამარჯვება მიულოცა, ასევე ისაუბრა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომელშიც თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობას იღებენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში.