თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურისა და სპორტის სფეროში წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების წახალისება, მათი წარმატებების დაფასება, კულტურისა და სპორტის სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა.
წლის შემაჯამებელ, ტრადიციულ ცერემონიაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – გიორგი ყარაულაშვილმა, გიორგი ქართლელიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ცაძიკიძემ კულტურისა და სპორტის სფეროში წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს.