ვაჟა მაღრაძე თელავის №7 საჯარო სკოლაში გამართულ შემეცნებით ღონისძიებას დაესწრო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე და მერის მოადგილე, გიორგი ქართლელიშვილი სსიპ ქალაქ თელავის №7 საჯარო სკოლაში გამართულ შემეცნებით ღონისძიებას დაესწრნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება წმინდა ქეთევან დედოფლის ცხოვრებას, მის მოწამეობრივ ღვაწლსა და სულიერ მემკვიდრეობას მიეძღვნა. შემეცნებითი ღონისძიება მე-7 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებლის, ნათია ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობითა და ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.
მერმა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა ეროვნული და სულიერი ფასეულობების წარმოჩენისთვის და სამომავლო წარმატებები უსურვა.