თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მიზნად ისახავს სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებასა და ბენეფიციარებზე ზრუნვას.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – გიორგი ყარაულაშვილი და გიორგი ქართლელიშვილი დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს, ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.