ლადო ჭინჭარაული პარასროლის მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია.

ლადო ჭინჭარაული პარასროლის მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში 50-მეტრიან დისტანციაზე 248,3 ქულა დააგროვა და მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდა 213 პარასპორტსმენი.
ტურნირზე ქართველი პარამსროლელი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.