სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფეხბურთში გაიმართა შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდა რეგიონის 8 სამოყვარულო გუნდი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კახეთის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა, რომლის შედეგადაც ყვარლის სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა „დურუჯმა“ I ადგილი დაიკავა და მოხვდა საქართველოს 32 საუკეთესო გუნდს შორის.
ღონისძიების დასასრულს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ოთარ ბუჯიაშვილმა და მერის მოადგილემ, ლევან გელაძემ გამარჯვებულ სპორტსმენებს გადასცეს თასები და მედლები.