“მოქალაქეთა საყურადღებოდ!
მეფე ერეკლე II – ის 305-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 6 და 7 ნოემბერს, თელავში იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
6 ნოემბერს, 11:00 საათიდან ღონისძიებების მზადების პროცესის გამო, 26 მაისის ქუჩის კუთხიდან იუსტიციის სახლამდე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
7 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ასევე შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან საქართველოს ფოსტის შენობამდე (ერეკლე II- ის გამზირი #12).
მოქალაქეებს და სტუმრებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა,” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.