დღეს, თელავში, მეფე ერეკლე II – ის დაბადებიდან 305 – ე წლის იუბილე აღინიშნება.
მეფის კარის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წირვა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წირვას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრნენ.
წირვის დასრულების შემდეგ სასახლის ეზოში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.