თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვაჟა მაღრაძე, კონდოლის მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში ვაჟა მაღრაძე, შეხვდა სოფელ კონდოლის მოსახლეობას და ადგილობრივებისგან მოისმინა სოფელში არსებული გამოწვევები.
“სოფელ კონდოლში გამართული შეხვედრისას, განვიხილეთ როგორც არსებული გამოწვევები, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა სოფლის განვითარებისთვის. თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კონდოლი, ისტორიულად უნიკალური ვენახებით გამოირჩევა. აქ ქართული მევენახეობის ტრადიცია განსაკუთრებულადაა დაცული. ჩვენი მიზანია, რომ უკვე დაწყებული საქმეები გაგრძელდეს და ახალი პროექტებით კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა კონდოლის განვითარება გახდეს მაგალითი სხვა სოფლებისთვისაც,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.