თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს გადასცა საყოფაცხოვრებო ნივთები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, დაეხმარება გაეწია 44 ოჯახს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალური პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 47 000 ლარის ოდენობით.
მერთან ერთად პროგრამის ბენეფიციარები მოინახულეს მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა და მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა.