ვაჟა მაღრაძემ რუისპირისა და ახატელის მოსახლეობასთან, არსებული საჭიროებები განიხილა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში, ვაჟა მაღრაძე რუისპირისა და ახატელის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ვაჟა მაღრაძე აღნიშნავს, მისი მიზანია კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს სოფლის საჭიროებებს, რათა სოფელი განვითარდეს და გაძლიერდეს.
“სოფელ რუისპირსა და ახატელში გამართულმა შეხვედრებმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იქ, სადაც შედარებით მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და საბაზისო საჭიროებები უზრუნველყოფილი, მოსახლეობა უფრო მოტივირებულია მომავალზე ფიქრისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისკენ.
გულწრფელი საუბრისას დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია უკვე განხორციელებული პროექტების გაგრძელება და მათი გამყარება, რათა სოფლების განვითარება ერთიან, უწყვეტ პროცესად იქცეს.
ჩემი მიზანია, რომ მსგავსი მაგალითები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გავავრცელოთ სხვა სოფლებზეც, სადაც მეტი ყურადღებაა საჭირო,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.