“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში ილია მზექალაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა ახალსოფლის, თხილისწყაროსა და შოროხის მოსახლეობას. ილია მზექალაშვილმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია, სოფლად არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ ახალსოფლის, თხილისწყაროსა და შოროხის მცხოვრებლებთან.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ გარემოს,” – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.