“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში, ვაჟა მაღრაძე სოფელ ნაფარეულის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში შეხვედრისას, მქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ მომესმინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ერთად განვიხილეთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სოფლის გაძლიერებაზე. ნაფარეული არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფელი ღვინის განვითარების მიმართულებით, რომელსაც ხშირად „ღვინის გზასაც“ უწოდებენ,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.