ილია მზექალაშვილი სოფელ კუჭატნის, თივისა და ჩანტლისყურის მოსახლეობას შეხვდა. 

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია მზექალაშვილი სოფელ კუჭატნის, თივისა და ჩანტლისყურის მოსახლეობას შეხვდა.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის, თივისა და ჩანტლისყურის მცხოვრებლებთან და მათთან ერთად ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საცხოვრებელ გარემოს. გარდა ამისა, განვიხილეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.