ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა.

ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, ჩატარდა ახალგაზრდული ფესტივალი.
ღონისძიებას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს დახვდათ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა, გაიმართა ტურნირი მკლავჭიდში და დააჯილდოვეს სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულები.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე დააჯილდოვეს მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი ახალგაზრდები.
ახალგაზრდული ფესტივალი დასრულდა მოწვეული მომღერლებისა და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით.