ლევან ანდრიაშვილი სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვანთასა და ქვემო ხოდაშენში მიმდინარეობს სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილების მოწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 394 497 ლარს და ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.