ილია მზექალაშვილი სოფელ ზინობიანის, ჭიკაანისა და გავაზის მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია მზექალაშვილი წინასაარჩევნო კამპაანის ფარგლებში შეხვდა სოფელ ზინობიანის, ჭიკაანისა და გავაზის მოსახლეობას.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გავმართეთ ზინობიანის, ჭიკაანისა და გავაზის მცხოვრებლებთან.
ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა დროული მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ გარემოს,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ილია მზექალაშვილმა.