“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ვაკტანგ კაკუტაშვილი სოფელ იორმუღანლოს, ქეშალოს, დუზაგრამას, ლამბალოს, თულარისა და კაზლარის მოსახლეობას შეხვდა.
“საინტერესო და ხალხმრავალი შეხვედრები მქონდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში: იორმუღანლო, ქეშალო, დუზაგრამა, ლამბალო, თულარი და კაზლარი.
აქაურებს რთულ კლიმატურ პირობებში უწევთ ცხოვრება და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისგანაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება ესაჭიროებათ.
აქ მცხოვრებთათვის პრიორიტეტი უწყვეტი წყალმომარაგებაა. ნაწილობრივ მოგვარებულია ეს საკითხი, მაგრამ ზაფხულის გვალვიან პერიოდში დებეტი საკმარისი არ არის.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას აღნიშნული საკითხი,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.