დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი სოფლების: ჯუგაანის, ტიბაანის და ძველი ანაგის მოსახლეობას შეხვდა.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჯუგაანის, ტიბაანის და ძველი ანაგის მოსახლეობას შევხვდი.
შეხვედრა საინტერესო და ინტერაქტიული გამოდგა. ვისაუბრეთ განვლილი წლების შედეგებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალურ მიმართულებებზე.
ბოლოს ადგილობრივებს ჩვენი ერთიანი გუნდის სამომავლო ხედვები და გეგმები გავაცანი.
მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება სიღნაღს!” – განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კვლავ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია სიღნაღის მუნიციპალიტეტში.