დღეს, “ქართული ოცნების” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვახტანგ კაკუტაშვილი სოფელ მანავისა და თოხლიაურის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრების დღე მქონდა სოფელ მანავსა და თოხლიაურში.
ვისაუბრეთ ადგილობრივების საჭიროებებსა და გადაჭრის გზებზე. აქ მცხოვრები საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით, ვფიქრობ, შესაძლებელია არსებული საკითხების მოგვარება.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა დროულად გამოვლინდეს და აღმოიფხრას ყველა გამოწვევა.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება საგარეჯოს!” – განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ კაკუტაშვილმა.