დღეს, ილია მზექალაშვილი შილდის, სანავარდოსა და წიწკანაანთსერის მოსახლეობას შეხვდა.

დღეს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია მზექალაშვილი სოფლების: შილდის, სანავარდოსა და წიწკანაანთსერის მოსახლეობას შეხვდა.
“შილდის, სანავარდოსა და წიწკანაანთსერის მოსახლეობასთან სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ.
ასევე, განვიხილეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული განსახორციელებელი პროექტი მათ ინტერესებზე იყოს მორგებული,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ილია მზექალაშვილმა.