ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში ბესო ბერულაშვილისა  და ლევან შენგელიას შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.

ბესო ბერულაშვილმა და ლევან შენგელიამ დამსწრე საზოგადოებას ცნობილი იუმორისტული ნომრები წარუდგინეს და კიდევ ერთი, დასამახსოვრებელი საღამო აჩუქეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მოადგილეებთან – ოთარ ბუჯიაშვილთან, დავით ქანდაურიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზურა ჩხეიძესთან, მოადგილე კახა ასისტიშვილთან და ა(ა)იპ ,,ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ დირექტორ მაია ზარდიაშვილთან ერთად დაესწრო.