ილია მზექალაშვილი სოფელ მთისძირში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მერის პირველ მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილთან და მოადგილე დავით ქანდაურიშვილთან ერთად, სოფელ მთისძირში საგზაო ინფრასტრუქტურის  სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მთისძირში შიდა საუბნო გზის მოასფალტება აქტიურად მიმდინარეობს.  პროექტის  თანახმად დაგეგმილია გზის 995 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, აფალტის საფარის დაგება  და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.

პროექტის ჯამური ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.