კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან გაფართოებულ ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს მიმდინარე საკითხები, ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე, ასევე, იმსჯელეს შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა პატრონობის წესზე და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე.
პლატონ კალმახელიძემ ხაზი გაუსვა უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებთან დროული კომუნიკაციის საჭიროებას.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.