ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა!

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, აბიტურიენტებს  წარმატებები და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.
“ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, წარმატებები გისურვოთ ეროვნულ გამოცდებზე.
დარწმუნებული ვარ, შეძლებთ თქვენ მიერ მრავალწლიანი შრომის შედეგად დაგროვილი ცოდნისა და უნარების რეალიზებას, თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენას და ყველა გამოცდის წარმატებით ჩაბარებას.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!” –  ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი.