კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა თანამშრომლობის შეჯამება, არსებული შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
კატასტროფებზე და კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირება და ამ მიმართულებით, რეგიონული მზადყოფნის გაძლიერება;
ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
ახალგაზრდულ და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის გაფართოება;
თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდა და მდგრადობა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობასა და რეგიონის განვითარების მიმართულებით, ერთობლივ მუშაობაზე.