თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზაზა კილასონიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში, გაიმართა კომპოზიტორისა და ავტორ-შემსრულებლის ზაზა კილასონიას შემოქმედებითი საღამო – „მშვიდობა მსოფლიოს.”
თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, საღამოზე შესრულდა პოეტ ნანა ცინცაძეს ტექსტებზე შექმნილი საინტერესო, თვითმყოფადი, ჟანრულად მრავალფეროვანი ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები.
კონცერტში მონაწილეობდნენ ზაზა კილასონია და მისი ბენდის წევრები: გიორგი რევიშვილი, გოჩა ჩოგოვაძე და ელეონორა გოგოლაშვილი.
ღონისძიებას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ქართლელიშვილი და გიგა მამუკელაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.