20-21 ივნისს, თელავის სპორტის სასახლეში, ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის”ორგანიზებით ჩატარდა თელავის ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირი ,,TELAVI CUP 2026.”
ტურნირზე მონაწილეობდა თბილისის, აჭარის, ქუთაისის, ზუგდიდის, საგარეჯოს, თელავის, სომხეთის რესპუბლიკის 155 ტანმოვარჯიშე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მინუციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი და მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი მიეძღვნა ქალბატონი ნელი სალაძის ხსოვნას.