კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი სოფელ აკურაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 120 777 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, თელავის მუნიციპალიტეტში გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 19 პროექტი განხორციელდება, სამუშაოების ჯამური ღირებულება – 6 043 099 ლარს შეადგენს.