სოფელ შაშიანში, სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ შაშიანში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია ტრენაჟორებისა და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა. სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 197 200 ლარს.
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურისა და მოსასვენებელი სკვერების მშენებლობის პროექტები.
სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღნიშნული მიმართულებით, ჯამურად დაიხარჯება 1 064 600 ლარი.