13 აპრილს, თელავის მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

13 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი.
“თელავის სატრანსპორტო სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!” – ნათქვამია თელავის სატრანსპორტო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.