კახეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად შეხვერა გაიმართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპაქტური განსახლების ადგილებში არსებულ საჭიროებებზე.
კახეთის მხარეში რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე.