“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში, ვაჟა მაღრაძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ სწორედ მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდება მუშაობა თელავის განვითარებისთვის.
“ქალაქ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება.
ვესტუმრეთ ცენტრალურ უბნებს და ადგილობრივებთან ერთად ვისაუბრეთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ჩვენი მიზანია, თითოეული თელაველის ხმა და სურვილი აისახოს ქალაქის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებსა და რეალურ პრობლემებზე.
დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თელავის ღირსეული განვითარების უზრუნველყოფას და ქალაქს ისეთ სახეს მივცემთ, როგორიც თითოეულ ჩვენგანს სურს, მოწესრიგებულს, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისს,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.