2026 წლის 10-11 ივლისს, სომხეთში, ქალაქ ერევანში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, კერძოდ, K-1 სახეობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის სოფელ გრემის კიკბოქსინგის გუნდმა.
ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა სპორტსმენებისთვის, რომლებმაც 8 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს შემდეგ წონით კატეგორიებში:
44 კგ – შაქრიკო კაციაშვილი – ოქრო
45 კგ – ბარბარე დათიაშვილი – ოქრო
48 კგ – გიგი ხეჩიაშვილი – ოქრო
49 კგ – გიორგი ჭოტორიშვილი – ოქრო
55 კგ – შალვა ახალკაციშვილი – ოქრო
58 კგ – დავით ხატიაშვილი – ოქრო
63 კგ – ნიკა ბაწილაშვილი – ბრინჯაო
71 კგ – ირაკლი კაციაშვილი – ოქრო
95 კგ – დავით ძებისაშვილი – ოქრო.
ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ ტურნირებში.