კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ყარაულაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფესტივალის “მაჩაბელას შემოდგომა თელავში” დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილე თეატრების მსახიობებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი “ალუდა” წარადგინა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ფესტივალში მონაწილე სახელმწიფო თეატრები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.