დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოქალაქეთა მიღება გამართა.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოქალაქეთა მიღება გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებმა მერთან ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოქალაქეთა მიერ განხილული საკითხები მოიცავდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საჭიროებებს.
ილია მზეაქალაშვილმა, შესაძლებლობის ფარგლებში, თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერასა და დახმარებისთვის მზადყოფნა გამოუცხადა.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშაბათი მოქალაქეთა მიღების დღეა. მოქალაქეთა ძირითადი მოთხოვნები ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოწესრიგებას და სოციალურ თემებს შეეხებოდა. შესაძლებლობის ფარგლებში, თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერა და დახმარება აღვუთქვი,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღება ყოველ სამშაბათს გაიმართება.