კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი სოფელ ველისციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადიდებული ხევის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ერთ-ერთი ხიდი დააზიანა.
“რამდენიმე დღის განმავლობაში მოსული გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა, სოფელ ველისციხის ერთ – ერთი ხიდი დააზიანა. შევისწავლით არსებულ ვითარებას და შესაბამის უწყებებთან ერთად თანამშრომლობით, უმოკლეს დროში დავგეგმავთ ხიდის აღდეგინისთვის საჭირო ღონისძიებებს,”– აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ველისციხეში მდებარე ე.წ “ჟორსის ხიდი” დაახლოებით 30 წლის წინ აშენდა, რომელიც ველისციხის საკვირაო ბაზარს და სოფელ ახაშენის მოსახლეობის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს აკავშირებს ცენტრალურ გზასთან.