კახეთის მხარეში სახელმწფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხორვატიის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძეს და ისტრიის (ხორვატია) რეგიონის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს კახეთისა და ისტრიის რეგიონების ძირითადი მახასიათებლების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ორი რეგიონის საერთო მიმართულებებზე, აღინიშნა, რომ როგორც კახეთისთვის ასევე, ისტრიის რეგიონისათვის, ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი დარგებია – სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
კახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისტრიის მხარის დელეგაციას წარმოადგენენ – ისტრიის რეგიონის პრეფექტი ბორის მილეტიკი, ისტრიის რეგიონის სოფლის მეურნეობის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეზიო პინზანი, ისტრიის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან გლუსაკი და ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული მარინო ფრანინოვიჩი.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს მხარეები ორი რეგიონის დამეგობრებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.