კახეთში, 2025-2026 წლის წარჩინებული მოსწავლებიის დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების დაფასება და პოპულარიზაცია.
დაჯილდოების ღონისძიებაში რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 464 მოსწავლე მონაწილეობდა.
შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ბენაშვილმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა.
დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს, უკვე მეხუთედ გაიმართა. წარჩინებულ მოსწავლეებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ღონისძიების მხარდამჭერია – დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი.”