პლატონ კალმახელიძემ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი წარადგინა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ბიჭიკო მაისურაძე თანამშრომლებს წარუდგინა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიჭიკო მაისურაძეს საჯარო სამსახურში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით, მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი და გამოცდილება გააჩნია.

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბიჭიკო მაისურაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა.