კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – ბიჭიკო მაისურაძე წარუდგინა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმილ ვადებში და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე. ასევე, საუბარი შეეხო სოციალურ – ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებულ საკითხებს.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი თუშიშვილი და მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ.