“მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც მოდის შეხვედრებზე,” – მალხაზ ბეგიაშვილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად განიხილა პრიორიტეტული საკითხები.
“გრძელდება ჩვენი შეხვედრები მოსახლეობასთან.
ამჯერად, სოფელ ვაქირში ე.წ. „წისქვილის“ და სოფელ ტიბაანში „აჭარლების“ უბნის მოსახლეობას შევხვდი. მათთან ჩემი მერობის პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრე. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს უშუალოდ მოსახლეობისგან მოვისმინოთ იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რაც ამა თუ იმ სოფელს აქვს. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც მოდის შეხვედრებზე, საუბრობს საჭიროებებზე და აქტიურადაა ჩართული თავისი მუნიციპალიტეტისა თუ სოფლის განვითარებაზე ზრუნვაში,” – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.